2015 წლის 5 მაისს,
შუაფხოს საჯარო სკოლის VIII კლასში
ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ისტორიაში. გაკვეთილი
ჩაატარა პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“
პედაგოგმა დავით ჩივაძემ. თემას წარმოადგენდა ფული. მოსწავლეები გაეცნენ ფულის
ისტორიას და გაერკვნენ მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ პროცესებში. გაკვეთილის გეგმა ინტერაქტიური მეთოდიკის გათვალისწინებით
იყო შედგენილი.
გაკვეთილი მრავალფეროვანი
აქტივობებით იყო დატვირთული, გამოყენებული იყო მრავალფეროვანი რესურსები, რომლებიც
ხელს უწყობდა საკითხის აღქმას. მოსწავლებმა იხილეს PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაცია, ვიდეო,
რომელიც გვიჩვენებდა თუ რა პროცესები ვითარდება
ინფლაციის დროს. მრავალფეროვანი იყო ორგანიზების ფორმებიც-გამოყენებულ იქნა წყვილებსა
და ჯგუფში მუშაობა; გაკვეთილზე მოეწყო დისკუსია,
მოსწავლეებმა იმსჯელეს ინფლაციისაგან გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე.
გაკვეთილის დასკვნით
ეტაპზე მოხდა საგაკვეთილო პროცესის შეფასება. დამსწრე პედაგოგებმა შეავსეს შეფასების რუბრიკები. მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს , რომ საკითხი აქტუალური იყო და მათთვისაც საინტერესო,
აქტივობები სწორად იყო შერჩეული; მოწონება დაიმსახურა ელექტრონულმა რესურსებმაც. უარყოფით
მხარეებში აღნიშნეს, რომ ყველა მოსწავლე თანაბრად აქტიური არ იყო.
მოსწავლეებმა
საკუთარი ნამუშევარი თვითშეფასების სქემებით შეაფასეს. თვითშეფასების სქემა შეავსო
ხელმძღვანელმა პედაგოგმაც.